Thumbnail
  • კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი  NBA-ს დიდების დარბაზში
  • საზეიმო ცერემონიალი აგვისტოში გაიმართება

NBA-მ დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანა იანვარში ავიაკატასტროფაში დაღუპული კობი ბრაიანტი. მასთან ერთად დიდების დარბაზში სამი კალათბურთელი მოხვდა: კევინ გარნეტი, ტიმ დანკანი და ტამიკა კეტჩინგსი (WNBA).

NBA-ს დიდების დარბაზში ასევე მოხვდნენ მწვრთნელები: კიმ მალკი, ბარბარა სტივენსი, ედი სატონი და რუდი ტომიანოვიჩი, ასევე მენეჯერი პატრიკ ბაუმანი.

ბრაიანტის, დანკანისა და გარნეტის ტრიომ ჯამში NBA-ს ჩემპიონობა 11-ჯერ მოიპოვა, ოთხჯერ კი MVP-ის ტიტული. გარნეტი საკალათბურთო კარიერის შემდეგ მედიაში მუშაობს, ხოლო დანკანი სან ანტონიოში მწვრთნელის ასისტენტია. 

"გულს მიკლავს ის ფაქტი, რომ კობი თავად ვერ დაესწრება ცერემონიას და ვერ მიიღებს დამსახურებულ აღიარებას", - განაცხადა მეჯიქ ჯონსონმა. ცერემონიალი აგვისტოში გაიმართება, თუკი იმ დროისთვის კორონავირუსის პანდემია შეჩერდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები