Thumbnail

პაულო დიბალას და მისი მეგობარ გოგონას კორონავირუსი ისევ აღმოაჩნდათ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი პაულო დიბალა და მისი მეგობარი გოგონა ორიანა საბატინი კორონავირუსით ისევ ინფიცირებულები არიან. შეგახსენებთ, რომ წყვილს ვირუსული ინფექცია პირველად 21 მარტს დაუდგინდა.

რამდენიმე დღის წინ, დიბალასა და მისი მეგობრის ანალიზებმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ ახალმა ტესტირებამ დაავადება კვლავაც გამოავლინა. შედეგად, პაულოსა და ორიანას კვლავ შინ იზოლაციაში მოუწევთ ყოფნა.

საშიში ინფექცია პაულოსა და ორიანასაც შეხვდათ

"პირველი ტესტი 21 მარტს ჩავიტარეთ და ის დადებითი იყო. სამი დღის წინ კვლავ ჩავაბარეთ ანალიზები, რომლებიც უარყოფითი აღმოჩნდა. შემდეგ მესამე ტესტირებაც ჩავიტარეთ და ახლა მისი შედეგი დადებითია. კორონავირუსი ისევ გვაქვს. არ ვიცი, როგორ ხდება ეს და რატომ არის, რომ ანალიზებმა ჯერ ერთი პასუხი აჩვენა, შემდეგ მეორე", - ამბობს ორიანა საბატინი.

გოგონა მიიჩნევს, რომ ის და პაულო კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდნენ, რაც ვირუსული ინფექცია იუვენტუსის მცველს, დანიელე რუგანის აღმოაჩნდა, მაგრამ მას სემდეგ 15 დღეზე მეტი გავიდა.

იტალიის ჩემპიონატი, როგორც ევროპის თითქმის ყველა ლიგა, შეჩერებულია. სერია A-ში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს. პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 34 მატჩში 13 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა

კომენტარები

ბოლო ამბები