Thumbnail

'დარჩით შინ და იზრუნეთ სტილზე' - რონალდოს კარანტინში თმას ჯორჯინა ჭრის

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო, რომელიც კორონავირუსის პანდემიას თავს მშობლიურ მადეირაზე, ოჯახთან ერთად იზოლაციაში არიდებს, იძულებულია, თმა შინ შეიჭრას. პარიკმახერობა მისმა მეგობარმა გოგონამ ჯორჯინამ ითავა.

35 წლის ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისკენ, რათა არ დაინფიცირდნენ კორონავირუსით. 

"დარჩით შინ და იზრუნეთ სტილზე", - დაწერა კრიშტიანომ თავის გვერდზე ინსტაგრამში.

რონალდო სხვებს კი ურჩევს, კარანტინის წესების დაცვას, თუმცა, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ის ცოლ-შვილთან ერთად ქუჩაში სეირნობისას არის დაფიქსირებული.

ახლახან კრიშტიანო რონალდო ცოლ-შვილთან ერთად ქუჩაში დააფიქსირეს

მიმდინარე სეზონში კრიშტიანო რონალდომ იტალიური სერია A-s 22 მატჩში 21 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. პორტუგალიელმა იუვენტუსის მაისურით სხვა ტურნირების 10 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიის ჩემპიონატში, ევროპის სხვა ლიგების მსგავსად (გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსის ჩემპიონატია), ამჟამად პაუზაა გამოცხადებული. სერია A-ში გასული 29 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 63 ქულით იუვენტუსი ლიდერობს, რომელსაც ქულით რომის ლაციო ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები