Thumbnail

ბელგიის Jupiler Pro League-ის გადაწყვეტილებამ, სეზონი ნაადრევად დასრულდეს - უეფას უკმაყოფილება გამოიწვია. უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ბელგიურ კლუბებს ევროთასების მიღმა დატოვებით დაემუქრა.

შესაბამისად, ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ უკან დაიხია - ჩეფერინსა და ბელგიური ფეხბურთის შეფ მეჰდი ბიას შორის საუბარი შედგა, რომელიც კონსტრუქციული გამოდგა. ბელგიელები კვლავ სეზონის გაუქმების მომხრეები არიან, რომელიც Jupiler Pro League-ის გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა უეფას ნებართვის გარეშე ის ამას არ გააკეთებს. 

ბელგიურმა პრეცენდენტმა ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს - ამავეს აპირებს შოტლანდიის პრემიერლიგა - სეზონი ნაადრევად დასრულებულად გამოცხადდება, ხოლო სელტიკი ქვეყნის ჩემპიონად. სხვათა შორის, ახლახან უეფამ სელტიკიც და რეინჯერსიც ევროთასებზე მომხდარი ინციდენტებისთვის დააჯარიმა. 

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მილიონს უკვე გადააჭარბა, ბელგია და დიდი ბრიტანეთუ კი მსოფლიო პანდემიის ერთ-ერთი აქტიური კერაა.

კომენტარები

ბოლო ამბები