Thumbnail

'აფრიკა ლაბორატორია არაა!' - ფრანგ ექიმებზე დროგბაც გაბრაზდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ფრანგულ ტელეარხზე LCI-ზე პროფესორებმა ჟან-პოლ მირამა და კამილ ლოხტმა კორონავირუსის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ვირუსთან საბრძოლველად, შესაძლოა, ეფექტური იყოს ტუბერკულოზის ვაქცინა (BCG, Bacillus Calmette–Guérin), რომელიც, შესაძლოა, პირველად აფრიკაში გამოსცადონ.

ამ ფაქტს ცნობილი სპორტსმენები გამოეხმაურნენ. ფრანგი ექიმები სამუელ ეტო'ომ გალანძღა, შემდეგ კი ამ ამბავს კოტდიუვარელი დიდიე დროგბაც გამოეხმაურა.

''ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ვაფრთხილებთ მათ, რომ აფრიკა საცდელი ლაბორატორია არაა. მსურს, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი. ვგმობ ამ დამამცირებელ, ცრუ და ღრმად რასისტულ განცხადებებს. დაგვეხმარეთ, რომ აფრიკა კორონავირუსისგან გადავარჩინოთ. ნუ გამოიყენებთ აფრიკელ ხალხს, როგორც საცდელ ზღვის გოჭებს", - დაწერა დიდიე დროგბამ სოციალურ ქსელში.

დროგბა წლების განმავლობაში ლონდონის ჩელსის ლიდერი იყო. მან კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. ბოლოს ის ამერიკის დაბალ ლიგაში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები