Thumbnail

ბენფიკას მილანიდან პაკეტას დამატება სურს - გუნდები გაცვლისთვის ემზადებიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბენფიკა ბრაზილიელი ლუკას პაკეტას ტრანსფერზე მუშაობს
  • ბენფიკა და მილანი ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ

ლისაბონის ბენფიკას მილანის ბრაზილიელი ფეხბურთელის ლუკას პაკეტას დამატება სურს. მან იტალიური კლუბის იმედები ვერ გაამართლა და გუნდს ვერ შეეწყო. ლისაბონელები პაკეტას ტრანსფერში ფლორენტინო ლუისის ჩართვას ფიქრობენ.

''როსონერიმ'' ფლამენგოს პაკეტას სანაცვლოდ 38,4 მილიონი ევრო გადაუხადა. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი წარუმატებელი აღმოჩნდა. მილანი ფეხბურთელის გაყიდვას 28 მილიონ ევროდ ფიქრობს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ კლუბებმა ეს თანხა გადაიხადონ.

შესაბამისად, იტალიაში ფიქრობენ, რომ გაცვლა იდეალური ვარიანტი იქნება. ფლორენტინო ლუისის შეძენა მილანს რამდენიმე თვის წინაც სურდა. მათ პორტუგალიელებს 18-თვიანი იჯარა შესთავაზეს, რის შემდეგაც იტალიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლების უპირატესობა ექნებოდა, რაზეც მილანმა უარი მიიღო.

ახლა ორივე კლუბს შეუძლია პრობლემა მარტივად მოაგვაროს. ფეხბურთელები იჯარის წესით გაცვალონ და კონტრაქტში გამოსყიდვის უფლებაც ჩადონ. ფლორენტინო ლუისს მიმდინარე სეზონში ბენფიკას შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ მას 2017 წელს საქართველოშიც უთამაშია. ლუისმა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ინგლისის ნაკრებთან დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები