Thumbnail

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპაში ერთადერთია, სადაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, პაუზა არ გამოცხადებულა და აქამდე თამაშობენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან, შტუტგარტის, არსენალისა და ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ცნობილმა ბელარუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჰლებმა ისაუბრა და კომენტარი ევრო 2020-ის პლეი ოფის ½-ფინალში საქართველო-ბელარუსის მომავალ დაპირისპირებაზეც გააკეთა. 

"ახლა ბელარუსში სილამაზეა - მთელი მსოფლიო ჩვენს ჩემპიონატს უყურებს. ოღონდ არ ვიცი, იღებენ თუ არა სიამოვნებას. 

ბელარუსის ჩემპიონატი იმიტომ არ ჩერდება, რომ შემდგომში ნაკრების ფეხბურთელებმა კარგად ითამაშონ საქართველოსთან? ჩემი აზრით, არ აჩერებენ იმიტომ, რომ ბევრმა ქვეყანამ შეიძინა ბელარუსის ჩემპიონატის ჩვენების უფლება", - თქვა 38 წლის ჰლებმა, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ მარტში გამოაცხადა. 

ბელარუსის პრემიერლიგაში, სადაც ქართველი ლეგიონერებიც გამოდიან, მე-3 ტურის მატჩები იმართება

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს 26 მარტს უნდა ეთამაშათ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფამ მატჩები ჯერ ივნისში, მოგვიანებით კი შემოდგომისთვის გადადო. ამასთან, ერთი წლით გადავადდა ევრო 2020.

📋 მეტი ამ თემაზე:

ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით დაინფიცირების 350-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 4 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები