Thumbnail

ლორენტემ ძაღლს 'ენფილდი' დაარქვა - მარკოსს ლივერპულთან დუბლი არ ავიწყდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტიკოს ნახევარმცველი ლივერპულთან შესრულებული დუბლით ამაყობს
  • 25 წლის ესპანელმა ძაღლს იმ არენის სახელი დაარქვა, რომელმაც გმირად აქცია

მადრიდის ატლეტიკოს ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ თავის ძაღლს "ენფილდი" დაარქვა - ლივერპულის სტადიონის სახელი, სადაც ამ წლის 11 მარტს გამართული მატჩი ესპანელი ფეხბურთელის კარიერაში ყოველთვის გამორჩეული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი ლივერპულთან გამართული ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალური საპასუხო შეხვედრის გმირი გახდა. ლორენტემ “ენფილდზე” დამატებით დროში, როდესაც ანგარიში ლივერპულის სასარგებლოდ 2:0 იყო, დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ტურნირის მომდევნო სტადიაზე გასვლაში დაეხმარა (3:2).

"კარანტინის 22-ე დღე. ენფილდი გარე სამყაროს ათვალიერებს", - მიაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თავისი ძაღლის ფოტოსურათს.

ესპანეთის ჩემპიონატში პაუზის გამოცხადებამდე, მარკოს ლორენტომ მადრიდულ გუნდში 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე ჩემპიონთა ლიგის 3 მატჩში გატანილი 2 გოლია.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოში მასობრივად აუქმებენ ან დროებით აჩერებენ სპორტულ ღონისძიებებს. სპორტსმენები კი საკარანტინო პირობები, ინდივიდუალურად ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას.

კომენტარები

ბოლო ამბები