Thumbnail
  • ახალგაზრდა ლივერპულელის ბრწყინვალე გოლი
  • მერსისაიდელის ბრწყინვალე შემოდგომა 2004 წელს

ცოტა რამ არის ფეხბურთში იმაზე კარგი სანახავი, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე, თუმცა ასეთ გამონათებებს, სამწუხაროდ ხშირად გაგრძელება არ აქვს ხოლმე და ნილ მელორიც ამის კარგი მაგალითია.

ლივერპულის აღზრდილმა კლუბში 4 სეზონის მანძილზე სულ 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა შეძლო. თუმცა ამ 22 მატჩში მელორმა შეძლო და კლუბის ისტორიას 2 ბრწყინვალე მომენტი დაუტოვა.

ერთი ეს გოლი, რომელიც მან არსენალს გაუტანა და მეორე ოლიმპიაკოსთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჯერარდისადმი გაკეთებული საგოლე გადაცემა, რის შემდეგაც ლივერპული ბოლო წამზე ჯგუფიდან გავიდა იმ სეზონში ლიგა სტამბოლის საოცარი ფინალით მოიგო.

მელორმა კარიერის ძირითადი ნაწილი პრესტონ ნორთ ენდში გაატარა და წლების მანძილზე ჩემპიონშიფის გოლეადორი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ ლივეპრულის საკლუბო ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა.

კომენტარები

ბოლო ამბები