Thumbnail

ჯოშუას და პულევის ჩხუბი გადაიდო - შეიძლება ლონდონში არც გაიმართოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კორონავირუსის პანდემიის გამო კრივში მძიმე წონის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაც გადაიდო, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ენტონი ჯოშუა და კუბრატ პულევი უნდა უნდა შეხვედროდნენ. ბრიტანელი მსოფლიოს ჩემპიონისა და ბულგარელი ვარსკვლავის ჩხუბი 20 ივნისს იყო დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ეს ბრძოლა.

პარასკევს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა, შედგება თუ არა WBA-ს, IBF-ის, WBO-სა და IBO-ს ტიტულებისთვის ბრძოლა ლონდონში, ტოტენჰემის სტადიონზე.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჯოშუამ გასული წლის 7 დეკემბერს, საუდის არაბეთში, ამერიკელი ენდი რუისის დამარცხებით დაიბრუნა WBA-ს, IBF-ისა და WBO-ს ტიტული, რომელიც მანამდე ყველასათვის მოულოდნელად დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები