Thumbnail

დიდი 10 ახალი სისტემით ჩატარდება? სეზონი აპრილის ბოლომდე არ განახლდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მატჩები, კორონავირუსის გამო, ისევ გადაიდო
  • რაგბის კავშირში სეზონის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ

საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით მოქმედი ყველა შეჯიბრი, როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდების მონაწილეობით, მინიმუმ აპრილის ბოლომდე არ განახლდება.

მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, საშეჯიბრო კომიტეტმა ჯერ ჭაბუკთა ლიგების და ფესტივალების, ხოლო მოგვიანებით ყველა ლიგის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეზღუდვა 1 აპრილამდე მოქმედებდა, თუმცა ეპიდემიის გავრცელების ფონზე, ვადა მინიმუმ ორი კვირით გახანგრძლივდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის  ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა გააკეთა:

"ყველა პროგნოზით, ეპიდემია პიკს აპრილში მიაღწევს და შესაბამისად, ჩემპიონატებში მორატორიუმი მინიმუმ ორი კვირით გაგრძელდება.

რა იქნება შემდგომში, ამაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.

განვიხილავთ ჩემპიონატების განსხვავებული სისტემით განახლების შესაძლებლობას. მთავარია, ეპიდემია დასრულდეს და ამ საკითხზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ".

კომენტარები

ბოლო ამბები