Thumbnail

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირების გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბში უკვე მიიღეს, მათ შორის, უფასა და ყაზანის რუბინში. 

შესაბამისად, კარანტინის პერიოდში 50%-ით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ ამ კლუბებში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: ჯიმი ტაბიძე (უფა), ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ორივე რუბინი).

ჯიმი ტაბიძეს საკითხავად დრო ჯერჯერობით ბევრი ექნება

"რუბინში ხელფასები 50%-ით არამხოლოდ ფეხბურთელებისთვის, ყველასთვის შემცირდება. ადამიანები ამას გაგებით მოეკიდნენ, რადგან ესმით, რომ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ და გარკვეულ შეზღუდვებზე წასვლა მოგვიწევს", - აცხადებენ ყაზანურ კლუბში. 

რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ყველა ტურნირი 31 მაისამდე შეაჩერა. ამასთან, ყაზანის რუბინმა ბაზაზე წვრთნის პროცესი, მინიმუმ, 30 აპრილამდე შეწყვიტა. 

19 წლის ქართველი ფეხბურთელები ყაზანური გუნდის ღირსებას გასული წლის ზაფხულიდან იცავენ

უფამ რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, რუბინი კი, 23 ქულით, მე-14 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები