Thumbnail

‘თქვენ ნეხვები ხართ’ – ეტო’ომ ფრანგი ექიმები გალანძღა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

წარსულში ცნობილი კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტო'ო მკაცრად გამოეხმაურა იდეას, რომლის თანახმადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი წამლის გამოცდა, შესაძლოა, მის მშობლიურ კონტინენტ აფრიკაში მოხდეს.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს მოდებულ პანდემიასთან საყოველთაო ბრძოლაა გამოცხადებული და მედიკოსები ვაქცინის შექმნას გამალებით ცდილობენ.

ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა აზრი, რომ ვირუსთან საბრძოლველად, შესაძლოა, ეფექტური იყოს ტუბერკულოზის ვაქცინა (BCG, Bacillus Calmette–Guérin).

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრანგულ ტელეარხზე LCI პროფესორებმა ჟან-პოლ მირამა და კამილ ლოხტმა ისაუბრეს.

ეტო’ომ, სოციალურ ქსელში სწორედ ეს ვიდეო გამოაქვეყნა, კომენტარში კი მისი გმირები გამოლანძღა:

“თქვენ უბრალოდ ნეხვები ხართ. აფრიკა თქვენი სათამაშო მოედანი არ არის”.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის კამერუნელმა ფორვარდმა ევროპული კარიერა 1997 წელს მადრიდის რეალში დაიწყო, შემდეგ კი, ლეგანესში, ესპანიოლში, მალიორკაში, ბარსელონაში, ინტერში, ანჟიში, ჩელსიში, ევერტონში, სამპდორიაში, ანტალიასპორში, ქონიასპორსა და ყატარში ითამაშა.

მას კამერუნის ეროვნული ნაკრების მაისურით 118 მატჩში 56 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები