Thumbnail

უეფა უკმაყოფილოა - ბელგიაში სეზონის გაუქმება ანდერლეხტმაც გააპროტესტა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

2 აპრილს ბელგიის Jupiler Pro League-მ ქვეყნის ჩემპიონატის საბოლოოდ შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019/20 წლების სეზონის ჟუპილერ ლიგა აღარ განახლდება. ბრიუგე, რომელიც უახლოეს მდევარ გენტს 15 ქულით უსწრებდა, ჩემპიონად გამოცხადდა, ხოლო მეორეადგილოსანმა გენტმა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში მას მერე შევა, რაც მას ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია დაამტკიცებს.

თუმცა მოწინააღმდეგე ამ გადაწყვეტილებას უკვე ჰყავს - ბრიუსელის ანდერლეხტი და... უეფა. 

Het Nieuwsblad-თან საუბარში უეფას წარმომადგენელმა თქვა: "ჩვენი ყველას მოწადინებაა, რომ ეროვნული ჩემპიონატების ჩამთავრება რეალურად შევძლოთ". უეფაში კარგად ესმით, რომ თუ ოთხშაბათს ბელგიაში ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ, ამან ევროპაში, შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს - მაგალითად, ჰოლანდიაში, აიაქსს სურს, რომ სეზონი გაუქმდეს.

ანდერლეხტს ის აწუხებს, რომ ევროსაგზურს ვერ იღებს, სხვა კლუბები კი ლიგის გადაწყვეტილებას მიესალმნენ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა, ბელგია მსოფლიო პანდემიის ერთ-ერთი აქტიური კერაა.

კომენტარები

ბოლო ამბები