Thumbnail

ტევესი: ჩემს შვილებს არაფერი აკლიათ, მაგრამ რა ქნან სხვებმა?

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კარლოს ტევესის აზრით, კრიზისში ფეხბურთელები სამაგალითოდ არ იქცევიან
  • არგენტინელი თავდამსხმელი მსოფლიო პანდემიას და არსებულ პრობლემებს შეეხო

ბოკა ხუნიორსის თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კორონავირუსზე და მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე ისაუბრა. არგენტინელი თავდამსხმელის თქმით, ფეხბურთელები ამ მძიმე პერიოდში სამაგალითოდ უნდა იქცეოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება…

“ვსედავთ რომ ქალაქები დაცარიელდა და ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ. ვხედავთ როგორ უფრთხილდებიან დიდი საფეხბურთო კლუბები მდიდარ ფეხბურთელებს და ცდილობენ, რომ ხელფასის მხოლოდ ნაწილი დააკლონ. ამ დროს, ფეხბურთელებს ნამდვილად შეუძლიათ, რომ თუნდაც ნახევარი წელი უხელფასოდ იცხოვრონ. მაშინ რა თქვან უბრალო ადამიამებმა, რომლებიც ყოველ დილით, 6 საათზე გადიოდნენ გარეთ რომ ოჯახში დღის სამყოფი საკვები შეეტანათ. მე მშვიდად ვარ, რადგან ჩემს შვილებს არაფერი მოაკლდებათ, მაგრამ ვნერვიულობ იმ მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც თავის გატანა უჭირთ”. - განაცხადა კარლოს ტევესმა.

კომენტარები

ბოლო ამბები