Thumbnail

კორონავირუსის პანდემიის გამო, კლუბებს დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ატლეტიკოს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი კლუბის შეთავაზებას ხელფასების დაკლებაზე დათანხმდნენ და მომავალი თვიდან 70%-ით შემცირებულ თანხას მიიღებენ.

''როხიბლანკო'' იმ 430 თანამშრომელს დაეხმარება, რომლებიც კლუბმა უვადო შვებულებაში გაუშვა. უვადო შვებულება იქამდე გაგრძელდება, სანამ კორონავირუსის პანდემია არ დასრულდება. მიუხედავად ამისა, ატლეტიკოს ეს თანამშრომლები კლუბისგან გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოს ფეხბურთელებამდე ხელფასები ბარსელონას ფეხბურთელებმა დაიკლეს. ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ასეთ დროს ბარსელონას თანამშრომლებს თანხას გადასცემენ, რათა მათ ხელფასი სრულად აიღონ. 

კომენტარები

ბოლო ამბები