Thumbnail

იტალიის სპორტის მინისტრი: თუ ასე გავაგრძელებთ, მაისში სერია A განახლდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის მთელ მსოფლიოში გაჩერებულია 
  • იტალიის სპორტის მინისტრი ოპტიმისტურად არის განწყობილი

კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის მთელ მსოფლიოში გაჩერებულია და მათ შორის იტალიაში. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ კიდევ 10 დღე აუკრძალა სპორტსმენებს არა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობა, ვარჯიშიც კი. ამ თემას, იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა გამოეხმაურა და როგორც გაირკვა, საკმაოდ ოპტიმისტური გათვლები აქვს…

“კიდევ 10 დღე უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ სპორტულ აქტივობაზე, მათ შორის ვარჯიშზე. მესმის, რომ სპორტსმენებისთვის რთულია მუდმივად სახლში ყოფნა, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა მოვითმინოთ. ეს იმისთვის კეთდება, რომ მალე დავძლიოთ კრიზისი და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პოზიტიური დინამიკა გვაქვს და თუ კიდევ ცოტა ხანი გამოვავლენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მაისში შევძლებთ სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას. ეს ეხება როგორც სერიაა ა-ს, ისე სხვა ჩემპიონატებს”. - განაცხადა ვინჩენცო სპადაფორამ.

კომენტარები

ბოლო ამბები