Thumbnail
  • ქართველი ცენტრი 6-8 კვირა ვერ დაეხმარება უნიკახას.
  • ევროლიგაზე წარმატებისთვის ესპანურ კლუბს ახალი ცენტრი სჭირდება.

La Opinion de Malaga-ის ინფორმაციით, უნიკახა აქტიურად ეძებს ტრავმირებული გიორგი შერმადინის შემცვლელს და კონკრეტული კალათბურთელიც ჰყავს შეგულებული.

ყველაზე დიდი შანსი გეორგიოს ბოგრისს აქვს, რომელიც ოლიმპიაკოსში თამაშობს. უნიკახას სურს ჯაროდ ჯოუნსის აყვანა ქარშიაქადან. ჯოუნსს თავად უნდა თურქული კლუბიდან წასვლა, რადგან ხელფასს უგვიანებენ. თუმცა ბოლო ცნობებით, ამერიკელ კალათბურთელს დავალიანება გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ უნიკახას ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავებული შერმადინი გუნდს 6-8 კვირით გამოაკლდა, ესპანური გუნდი კი ევროლიგის პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები