Thumbnail

ყოფილი მორაგბე ქვეყნის სამსახურში - მეიტე დამლაგებლად მუშაობს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაკარეი მეიტემ საავადმყოფოში დამლაგებლად მუშაობა დაიწყო
  • ის ამბობს, რომ ხალხის მადლიერება მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს

38 წლის ყოფილმა მორაგბემ, ბაკარი მეიტემ საავადმყოფოში მუშაობა დაიწყო. მან დამლაგებლის ფუნქცია შეითავსა და ყოველდღიურად პარიზის საავადმყოფოს 2 შენობას ალაგებს.

''ამ მძიმე პერიოდში საავადმყოფოს დასუფთავება სჭირდებოდა, რისთვისაც დამატებითი პერსონალი აღარ ჰყავდათ. ზოგი ავად გახდა, ზოგი შვებულებაში გავიდა და ზოგსაც შეეშინდა. მიმაჩნია, რომ ეს დამამცირებელი სამსახური არ არის.

დედა 30 წელი დამლაგებლად მუშაობდა და ვიცი, რამდენად რთულია ეს სამსახური. ყოველდღე 07:30-საათზე ვიღვიძებ. 13 კილომეტრს გავდივარ. საავადმყოფოს 3-დან ორ შენობას დეზინფექციას ვუტარებ. 3-სართულიანი შენობებია, სართულზე 10 ოთახია. გარდა ამისა, ექიმების ოთახებსაც ვასუფთავებ. რთული საქმეა, მაგრამ დიდ სარგებელს ვიღებ. საზოგადოებისგან დიდ მადლიერებას ვხედავ და ამაზე კარგი არაფერია'', - განაცხადა მეიტემ.

ბაკარი კოტ დივუარში დაიბადა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა და რაგბის თამაში დაიწყო. რამდენიმე წელში მოქალაქეობაც მიიღო და რამდენიმე წელი მასის კაპიტანიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები