Thumbnail

‘პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს’ – ახალი ვიდეო ბათუმის სტადიონიდან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘მონტაჟდება სახანძრო სისტემა და ეწყობა გარე საპარკინგე სივრცე’
  • ბათუმის სტადიონის გახსნა ზაფხულის დასაწყისში იგეგმება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

არსებული ეპიდემიოლოგიური გარემოების გათვალისწინებით, დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.

როგორც შპს სტადიონი იუწყება, ამჟამად შიდა კოსმეტიკური და გარე მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამას გარდა, მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და ეწყობა გარე საპარკინგე სივრცე.

სავარაუდოა, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20 000 მაყურებელს დაიტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები