Thumbnail
  • ლოკომოტივის ყოფილი გენერალური დირექტორი ჩაშლილ ტრანსფერზე
  • 'მაშინ შესანიშნავი მომენტი გავუშვით ხელიდან'

2018 წელს ინგლისის პრემიერლიგის ლესტერ სიტი მოსკოვის ლოკომოტივიდან საბა კვერკველიას 17 მილიონი ევროს (15 მილიონი ფუნტი) სანაცვლოდ ყიდულობდა - რუსულ მედიასთან საუბარში ეს ლოკომოტივის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ილია გერკუსმა დაადასტურა.

ილია გერკუსი: "შესანიშნავი მომენტი იყო - ჩვენი კლუბის მიმართ ევროპაში დიდი ინტერესი გაჩნდა. ლესტერ სიტი საბა კვერკველიას სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტს გვთავაზობდა, მაგრამ არავინ დამიჭირა მხარი. არადა, ვამტკიცებდი, რომ ასეთი წინადადება შესაძლოა, აღარც ყოფილიყო. რიბუსის სანაცვლოდ ფრანგები 5 მილიონს გვთავაზობდნენ, რომელშიც 1.5 მილიონი გვქონდა გადახდილი.

ილია გერკუსი

იური პალიჩმა თქვა - "საჩემპიონო გუნდიდან ხელი არავის ეხლოს, ყველას კონტრაქტი გავუგრძელოთ". 

მე განვაცხადე, რომ წინააღმდეგი ვიყავი. ვთქვი, რომ იმ ხალხს უნდა დავემშვიდობოთ, რომლებიც მომავალ სეზონში ნამდვილად არ ითამაშებდნენ. მაგრამ მწვრთნელის სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა - ყველამ თქვა, რომ როგორც იური პალიჩი ამბობს, ისე გავაკეთოთო. მხოლოდ მე შევეწინააღმდეგე, კი ბატონო, მაგრამ ფულზე რას მოვიფიქრებთ მეთქი. მათ კი თქვეს, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა დაგვეხმარებოდა.

ვამტკიცებდი, რომ თუ ფეხბურთელებს არ გავყიდიდით, კლუბის ბიუჯეტი დეფიციტური გახდებოდა, გაგვიჭირდებოდა. ეს ყველაფერი დოკუმენტებშია ასახული. ახლა კი წუწუნებენ, რომ ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო აქვთ".  

შეგახსენებთ, რომ საბა კვერკველია ახლაც ლოკომოტივის ფეხბურთელია, ის რუბინიდან 2017 წელს იჯარით გადავიდა მოსკოვის ლკოკომოტივში. იმავე წლის ივნისში კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა და 2021 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. 2018 წელს საბა ლოკომოტივის შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა. 

"ტრანსფერმარკტის" ინფორმაციით, 28 წლის ცენტრალური მცველის ფასი ამჟამად 8 მილიონი ევროა. 

კომენტარები

ბოლო ამბები