Thumbnail

ესპანური EL PAÍS-ის ინფორმაციით, ევროლიგაში სეზონის გადარჩენას ოპტიმისტურად უყურებენ, რადგან მათ გეგმა აქვთ. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ევროლიგა ჯერ 11 აპრილამდე შეწყდა, შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ევროლიგაში ელოდებიან და თუ ოპტიმისტური პროგნოზები გამართლდება და ვირუსი მალე უკან დაიხევს, ტურნირს სრულყოფილად გააგრძელებენ. თუ ამის ფიზიკური საშუალება და დრო აღარ იქნება, მაშინ არსებობს ვარიანტი, რომ მატჩები დაჩქარებული კალენდრით ჩაამთავრონ, გუნდებს შესაძლოა ყოველ მეორე დღეც მოუწიოს თამაში, როგორც NBA-ში. მესამე ალტერნატივა ასეთია - ყველა გუნდი ერთ ქალაქში, მაქსიმუმ ორ დარბაზში ჩაამთავრებს სეზონს. მეოთხე ვარიანტი სეზონის შეკვეცაა. 

ვინაიდან, ახალი კორონავირუსის ეპიდემია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არათანაბრადაა. არ არსებობს იმის გარანტია, რომ მთელს კონტინენტზე უსაფრთხო პირობები მალე დადგეს. ეს კი მესამე ვარიანტს (1 ქალაქში თამაში) მეტ შანსს აძლევს. კლუბები მასპინძელ ქალაქში ჩასვლის მერე 14-დღიან კარანტინს გაივლიან და ტურნირიც მხოლოდ ამის შემდეგ განახლდება, რაც კალათბურთელების დაინფიცირებას გამორიცხავს.  

შეგახსენებთ, რომ ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ბასკონია თამაშობს. ქართველი ფორვარდი საშუალოდ 11.4 ქულას, 4.3 მოხსნასა და 1.6 პასს აკეთებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები