Thumbnail

რონალდო ყველა დროის საუკეთესოა – MARCA-ს გამოკითხვაში მან მესის აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პორტუგალიელმა ფინალამდე მალდინი, ზიდანი და მარადონაც დაჯაბნა
  • გამარჯვებულის გამოვლენაში 450 ათასამდე ქომაგმა მიიღო მონაწილეობა

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ პირველი ადგილი დაიკავა გამოკითხვაში, რომელიც MARCA-მ ჩაატარა.

ესპანურმა გამოცემამ თავის მკითხველებს ასეთი კითხვით მიმართა: “ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?”.

შეჯიბრი მერვედფინალიდან დაიწყო, ფინალში კი ერთმანეთს რონალდო და ესპანური ბარსელონას ვარსკვლავი ლიონელ მესი გადაეყარნენ.

საბოლოოდ, პორტუგალიელმა ფორვარდმა 246 ათასი ხმა მიიღო, არგენტინელმა კი – 209 ათასი.

ფინალის გზაზე რონალდომ პაოლო მალდინის, ზინედინ ზიდანსა და დიეგო მარადონას აჯობა, მესიმ კი – ფერენც პუშკაშს, ალფრედო დი სტეფანოსა და რონალდოს.

მე-3 ადგილის შეხვედრაში რონალდომ მარადონას მცირედით გაუსწრო – 51%:49%.

კომენტარები

ბოლო ამბები