Thumbnail

‘ამ კოშმარის დასასრულს ერთად ვიზეიმებთ’ - ინფანტინო იტალიას მიმართავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ იტალიას ემოციური სიტყვებით მიმართა. როგორც იცით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი (13 155) იტალიაშია გარდაცვლილი. ინფანტინოს მიმართვა იტალიურმა საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ გამოაქვეყნა.

“ფეხბურთის დრო ისევ დაბრუნდება და ჩვენ ამ კოშმარის დასასრულს ერთად ვიზეიმებთ. ეპიდემიის შემდეგ საფეხბურთო მსოფლიო სხვანაირი იქნება. ის უფრო სოციალური და სოლიდარული გახდება,” - წერს ჯანი ინფანტინო მიმართვაში.

50 წლის შვეიცარიელს, რომელსაც იტალიური ფესვები აქვს, იტალია განსაკუთრებით უყვარს: “ჩემი იტალიური გული ძალიან მტკივა იმ საშინელი ტანჯვის გამო, რასაც იტალიაში ვხედავ.”

ფიფას პრეზიდენტმა იტალიელებს მოუწოდა, რეკომენდაციები გაითვალისწინონ და შეაქო ყველა ექიმი და სანიტარი, ვინც იტალიაში ეპიდემიას თავდაუზოგავად ებრძვის. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 13 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა 17 000-მდე ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილია 48 579 და გამოჯანმრთელდა 203 011 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები