Thumbnail

მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია აპრილის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩატარდება თუ არა ივლისში ტესტები. ამის შესახებ AFP-თან საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა ისაუბრა.

"ივლისის ტესტების გაუქმების გადაწყვეტილებაზე მხოლოდ აპრილის ბოლოს იმსჯელებენ", - განაცხადა მან და ასევე უარყო ბილ ბიმონტის ვარაუდი, რომ ზაფხულის ტესტები შემოდგომისთვის იქნება გადატანილი - "ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი მსგავსი არ თქმულა".

როგორც წესი, ჩრდილო ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნები ივლისში სამხრეთულ გუნდებს ხვდებიან, სამხრეთელები ჩრდილოეთში კი ნოემბერში სტუმრობენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივლისში სამი მატჩი უნდა ითამაშოს - 3 ივლისს ამხანაგური შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ბლუ ბულზთან, 11 ივლისს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან და 18 ივლისს ტესტი სამხრეთ აფრიკასთან პორტ ელიზაბეტის "ნელსონ მანდელა ბეი სტედიუმზე".

კომენტარები

ბოლო ამბები