Thumbnail
  • ბელგიურ პრო ლიგაში ჩემპიონად ბრიუგე გამოცხადდა
  • გენტი მე-2 ადგილზე იყო და ჩემპიონთა ლიგის საგზური ერგო

თუკი ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია მომავალ სეზონშიც ბელგიურ გენტში დარჩნენ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბელგიური პრო ლიგის დირექტორთა საბჭომ 2019-2020 წლების სეზონის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

შედეგად, ქვეყნის ჩემპიონად ბრიუგე გამოცხადდა, რომელიც 29 ტურის შემდეგ, მე-2 ადგილზე მყოფ გენტს 15 ქულით უსწრებდა, თავად ქართველთა გენტი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ უმაღლესი ლიგიდან არავინ გავარდება, ქვედა დონიდან კი 2 საუკეთესო აღზევდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა, ცხადია, რომ საქმის მხოლოდ ფორმალური ნაწილიღაა დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლიდან იცავს (მანამდე, დინამო თბილისში თამაშობდა), 26 წლის ქვილითაია კი ბელგიურ კლუბს 2018 წელს ვენის რაპიდიდან შეუერთდა.

კომენტარები

ბოლო ამბები