Thumbnail

‘...და მე მაინც უნდა ვიჩხუბო? თავს მიხედეთ!’ - ხაბიბმა გულშემატკივრებს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მას მერე, რაც რუსეთმა საზღვრები დაკეტა, ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 249-ზე არ გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი და ტონი ფერგიუსონის დიდი ბრძოლა, რასაც ყველა მოუთმენლად ელოდა, გაუქმებულია. კიდევ ერთხელ…

ხაბიბმა ინსტაგრამზე განმარტა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ კორონავირუსის პანდემიაა:

“მთელი მსოფლიო კარანტინში უნდა იყოს. ყველა ქვეყნის მთავრობა, მსოფლიოში ცნობილი ადამიანები გვეუბნებიან, რომ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას და გადავარჩინოთ ადამიანები. და მე უნდა ვიყო ერთადერთი, ვინც ამ წესს დაარღვევს? მხოლოდ ბრძოლისთვის? მესმის ყველაფერი და თქვენზე მეტად გაბრაზებული ვარ, რომ ბრძოლაზე უარი უნდა ვთქვა. ბრძოლის შემდეგაც ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ მე ყველაფრის კონტროლი არ შემიძლია. დიდი ქვეყნები და ჩვენი დროის უდიდესი კომპანიები შოკში არიან იმის გამო, რაც ხდება. სიტუაცია ყოველდღე იცვლება და არავინ იცის, რა იქნება ხვალ. და თქვენ გინდათ, თქვათ, რომ ხაბიბმა მაინც უნდა იბრძოლოს? საკუთარ თავზე იზრუნეთ და თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ,” - წერს ნურმაგომედოვი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

View this post on Instagram

Staying home in quarantine and reading the reaction of people to the situation around my fight, it turns out that the whole world should be in quarantine, governments of all countries, famous people around the world urge people to follow all safety requirements in order to limit the spread of the disease, to save people, and Khabib is the only one relieved of all obligations and must demonstrate free will and train flying around the world, for the sake of fight? - I understand everything and I’m definitely upset more than you to cancel the fight, probably like all others, I had many plans after the fight, but I can’t control it all. The greatest countries and the largest companies of our time are shocked by what is happening, every day the situation changes unpredictably. But Khabib still has to fight, is that what you saying? - Take care of yourself and put yourself in my shoes. - 📍 Сижу дома на карантине и читаю реакцию людей на ситуацию вокруг моего боя, получается весь мир должен сидеть на карантине, правительства всех стран и известные люди всего мира призывают людей соблюдать требования безопасности, чтоб ограничить распространение болезни ради спасения людей, а Хабиб, освобождён от всех обязательств и должен демонстрировать свободу воли и тренироваться летая по всему миру рискуя своей жизнью ради боя ? - Я все понимаю и точно не меньше вас расстроен отменой боя, наверно у меня , как и у всех других, было много планов после боя, но я не в силах контролировать все это. Сверх державы и крупнейшие компании нашего времени в шоке от того, что происходит, каждый день ситуация меняется непредсказуемо. Но Хабиб все равно должен драться, так получается? - Берегите себя и поставьте себя на мое место.

A post shared by Khabib Nurmagomedov (@khabib_nurmagomedov) on

31 წლის ხაბიბს UFC-ში 28 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. ის ტონი ფერგიუსონს უნდა შეხვედროდა (25-3-0).

ხაბიბის და ტონის დუელი უკვე მეხუთედ გაუქმდა. ბრძოლის ჩატარებას ხელი ჯერ ნურმაგომედოვის ტრავმამ შეუშალა, შემდეგ ფერგიუსონის ფილტვების პრობლემებმა. მესამე დუელის წინ ხაბიბი აწონვაზე ჩავარდა, მერე კი ფერგიუსონმა მიიღო ტრავმა.

წაიკითხეშეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

ESPN-ის ინფორმაციით, UFC-ში ელოდებოდნენ, რომ ეს ბრძოლა სწორედ ხაბიბის გამო ჩაიშლებოდა და ფერგიუსონს ჯასტინ გეიჯისთან (21-2) ჩხუბი შესთავაზეს, რომელიც 11 ივლისს, შესაძლოა, კონორ მაკგრეგორსაც შეხვდეს.

UFC 249 18 აპრილს გაიმართება. იმის გამო, რომ ნიუ იორკში კორონაკრიზის გამო ამ ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება, ტურნირის ორგანიზატორები ახალ ადგილზე ფიქრობენ. პრეზიდენტმა დანა უაითმა პოდკასტში განაცხადა, რომ ეს ივენთი აუცილებლად შედგება სადმე...

კომენტარები

ბოლო ამბები