Thumbnail

LOL | თამაშის წესები, ტურნირები და ფსონები - გიხსნით ყველაფერს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

რა არის League of Legends?

League of Legends მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშია, რომელსაც თვეში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი თამაშობს. წესები არცთუ ისე მარტივია და თუ თამაშის დაწყებას, ან მასზე ფსონის დადებას ფიქრობთ, ძირითად კონცეფციაში მაინც უნდა ერკვეოდეთ. ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება მარტივად გაგარკვიოთ ლიგის არსში.

როგორ თამაშობენ?

თამაში ძირითადად ლიგის მთავარ რუკა Summoner's Rift-ზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ორი გუნდი ებრძვის. ერთს წითელი, მეორეს კი ლურჯი გუნდი ჰქვია. თითოეულში ხუთი მოთამაშეა. გუნდს აქვს ბაზა, რომელიც უნდა დაიცვას და მეტოქესაც შეუტიოს. ბაზებში არის ობჯექტივი, ე.წ. ''ნექსუსი.'' გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგის ნექსუსს პირველი გაანადგურებს, იგებს თამაშს. თითეულ ნექსუსს ორი კოშკი იცავს, რომელსაც მოახლოებული მტრის დაზიანება შეუძლია.

ლიგის მთავარი რუკა Summoner's Rift

რუკა ორ ნაწილად არის გაყოფილი, თითო გუნდის ნაწილში სამი ბილიკი, ე.წ. ''ლეინია'': ზედა ბილიკი, შუა ბილიკი და ქვედა ბილიკი. ყველა ბილიკში არსებობს ბაზა, რომელსაც მცირე კოშკურა, ე.წ.''ტურეტი'' იცავს. კოშკურაში ასევე არის ''ინჰიბიტორი'', რომელიც ასევე იცავს მთავარი ბაზისკენ მიმავალ გზას. იმისათვის, რომ გუნდმა ნექსუსამდე მიაღწიოს, უნდა გაანადგუროს, სულ მცირე, ერთი ინჰიბიტორი და ერთი ტურეტი. კოშკურებს რეგენერაციის უნარი არ აქვთ, განადგურებული ტურეტი მთელი თამაშის განმავლობაში არ აღდგება. 

თითოეული ბილიკის შუაში, კიდევ ერთი კოშკურაა, რომლებსაც შიდა კოშკურებს, ან მეორეულ კოშკურებს უწოდებენ. იმისათვის, რომ ინჰიბიტორის ტურეტამდე მიაღწიოს, გუნდმა მეორეული კოშკურა უნდა გაანადგუროს. ბოლოს, თითეულ გუნდს აქვს გარე კოშკურა, რომელიც ბილიკის ბოლოში, რუკის შუა ნაწილისკენ არის განლაგებული. გუნდმა გარე კოშკურა უნდა გაანადგუროს იმისათვის, რომ შუა კოშკურამდე მიაღწიოს.

რამდენიმე წუთში ერთხელ, თითეული გუნდის ნექსუსი წარმოქმნის მინიონებს. მინიონი პატარა არსებაა, რომელიც ბილიკზე მოძრაობს და მტრის ჩემპიონებს და მინიონებს უტევს. მინიონებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მათ მიმართულება მოთამაშეებმა უნდა მისცენ. 

რა არის ჩემპიონი?

ჩემპიონები ლიგის პერსონაჟები არიან, რომლებსაც მოთამაშეები აკონტროლებენ. თითოეულ გუნდს ხუთი მოთამაშე ჰყავს, შესაბამისად, ისინი სათამაშოდ 5 ჩემპიონს ირჩევენ. ჩემპიონები ერთმანეთისგან უნარებითა და სიძლიერით განსხვავდებიან. პირველი გუნდის მოთამაშის მიერ არჩეული ჩემპიონს ვერც თანაგუნდელი და ვერც მეორე გუნდის მოთამაშე ირჩევს,  შესაბამისად, 10-ვე მოთამაშე განსხვავებული ჩემპიონით თამაშობს. ამჟამად, ლიგაში სულ 148 ჩემპიონია.

სხვადასხვა ჩემპიონებს სხვადასხვა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ. ყველა მოთამაშეს, როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე ფავორიტი ჩემპიონი ჰყავს, თითეულ გუნდს აქვს მათ ჩემპიონებზე დაფუძნებული სტრატეგია.

ლიგაში არსებული როლები

Top laner - ზედა ბილიკზე თამაშობს და, როგორც წესი, უფრო რთული მოსაკვლელია. მისი ფუნქცია გუნდის დაცვა და მოწინააღმდეგის ყველაზე ძლიერი პერსონაჟის განადგურებაა. 

Mid laner - შუა ბილიკზე თამაშობს და გუნდის მთავარი ვარსკვლავია: ისინი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში არიან და რუკაზე გადაადგილება სწრაფად შეუძლიათ. შესაბამისად, მათი მისიაა, დაეხმარონ ნებისმიერ თანაგუნდელს. როგორც წესი, Mid Laner-ებს მოწინააღმდეგისთვის ყველაზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ.

AD Carry - ეს როლი ქვედა ბილიკზე თამაშობს და Mid Laner-თან ერთად, დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ისინი, როგორც წესი, დიდ მანძილზე ბრძოლაში არიან ძლიერები, ამიტომ, გუნდის სხვა წევრების მისიაა, დაიცვან AD Carry-ები მოწინააღმდეგის ახლოს აღმოჩენისაგან.

Support - ეს როლი AD Carry-სთან ერთად, ქვედა ბილიკზე თამაშობს და თამაშის სტარტზე AD Carry-ს ეხმარება. თამაშის პროგრესირებასთან და გუნდის შეკვრასთან ერთად, ისინი მთელ გუნდზე კონცენტრირდებიან. Support-ებს დიდი ზიანის მიყენებაარ შეუძლიათ, თუმცა მათი სპეციფიკური უნარები გუნდს რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში ეხმარება. 

Jungler - ისინი რუკაზე ბილიკებით შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე, ეწ ''ჯუნგლებში'' თამაშობენ და იქ განლაგებულ არსებებს ანადგურებენ. მათი მთავარი ფუნქციაა ე.წ. ''გენქინგი'', რაც ნიშნავს იმას, რომ თუ jungler დაინახავს, რომ მის თანაგუნდელს მოწინააღმდეგესთან გამკლავება უჭირს, მათთან სწრაფად მივა და დაეხმარება, რითიც 1x1-ზე ბრძოლას 2x1-ად აქცევს. Jungler ყველაზე მოქნილი როლია და სხვადასხვა ფუნქციების შესრულება შეუძლია.

გამოკითხვა

რუკა პირველი - ვინ მოკლავს დრაკონს პირველი?

  • Griffin
  • Sktelecom

მატჩის დინამიკა

თამაში 3 ფაზად მიმდინარეობს: ლეინინგი საწყისი ფაზაა. ამ დროს, ჩემპიონები პოზიციებზე ნაწილდებიან და ცდილობენ, ბილიკები მოწინააღდეგე გუნდზე სწრაფად გაიარონ. მეორე ფაზაა შუალედური ფაზა, რომელიც პირველი კოშკურის განადგურების შემდეგ იწყება. ამ დროს, ჩემპიონები საკუთარ ბილიკებს ტოვებენ, ერთ ადგილას იკრიბებიან და ცდილობენ, ლეინინგის დროს მოპოვებული უპირატესობა გააუმჯობესონ. ამ დროს ჩემპიონებს ხშირად კლავენ, თუმცა ისინი ცოცხლდებიან და უკან პოზიციებზე ბრუნდებიან.

მესამე ფაზის, გვიანი თამაშის დროს, გაცოცხლების დრო იზრდება და შესაბამისად ბრძოლები უფრო დიდ რისკს შეიცავს. ამ დროს თითოეული ბრძოლა შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და თამაში დაამთავროს კიდეც. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაში მთავრდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი გუნდი მეორის ნექსუსს გაანადგურებს.

პროფესიონალური League of Legends

ლიგის პოპულარობა მის პროფესიონალურ ტურნირებში ყველაზე კარგად ჩანს: კვლევების თანახმად, ლიგის ჩემპიონატს რეგულარულად 90 მილიონი ადამიანი უყურებს, ხოლო ფინალებს 200 მილიონზე მეტი მაყურებელიც ჰყოლია. ლიგის პირველი პროფესიონალური ტურნირი, League of Legends World Championship 2011 წელს გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 100 000 დოლარი იყო. 

ჩინური გუნდი FunPlus Phoenix, 2019 წლის ლიგის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული

ახლა ლოლის 12 პროფესიონალური ლიგა არსებობს, მთავარი მოვლენა მსოფლიოს ჩემპიონატია, მასში ყველა რეგიონის სამი საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. ტურნირი სასტიკი და დაძაბულია, თუმცა ის ამად ღირს: ამჟამად, საპრიზო ფონდი 4 მილიონ დოლარს აჭარბებს. ესეც რომ არ იყოს, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საუკეთესო გუნდის ტიტულს იგებს და უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობს. 

მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, გუნდებმა რეგიონალური ჩემპიონატები უნდა გაიარონ. რამდენიმე აღსანიშნავი ჩემპიონატია:

1. LCS, იგივე League of Legends Championship Series, რომელიც ჩრდილოამერიკული გუნდებისთვის მთავარი ლიგაა, ლოს-ანჯელესში იმართება და 9 კვირის განმავლობაში გრძელდება. ის წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულში ტარდება. გუნდები, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, ლიგის მთავარ ტურნირზე, League of Legends World Championship-ზე გადიან.

2. LEC ამერიკული ლიგის ევროპული ვერსიაა. League of Legends European Championship, გერმანიაში, ბერლინში იმართება. საპრიზო ფონდი ამერიკულ ლიგასთან შედარებით უფრო დიდია, თუმცა ამერიკულ ლიგაში თამაშები ხშირად უფრო დაძაბულია. LEC-ის საუკეთესო გუნდებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვდებიან. 

3. LCK პირველი ორი ლიგის მსგავსი ტურნირია, თუმცა ის მხოლოდ სამხრეთ კორეულ გუნდებს მოიცავს. League of Legends Champions Korea 9 კვირიანი ჩემპიონატია, რომელიც 10 გუნდს აერთიანებს და ის ორმაგი რაუნდის პრინციპით ტარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებისთვის გუნდმა მოწინააღმდეგე ორჯერ უნდა დაამარცხოს. LCK-დან მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გუნდი გადის. LCK საყურებლად ყველაზე საინტერესო და დინამიური ლიგაა. 

4. LPL, იგივე League of Legends Pro League კიდევ ერთი ლიგაა და ის ჩინეთში ტარდება. ბოლო დრომდე, LPL ყველაზე დაბალი დონის ლიგად მიიჩნეოდა, თუმცა ეს მოსაზრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ LPL-ის გუნდმა, Invictus Gaming-მა მოიგო. დღეისათვის, LPL ყველაზე ''სწრაფ'' ლიგად მოიაზრება, რადგან ჩინური გუნდები მოუთმენლობით გამოირჩევიან და ბძოლაში ხშირად ერთვებიან ხოლმე.

ამ ოთხი ტურნირის გარდა, არსებობს საერთაშორისო ტურნირებიც, მაგალითად, Rift Rivals, Mid-Season Invitational და სხვა. 

გამოკითხვა

რუკა პირველი - ვინ მოკლავს პირველი?

  • Fnatic
  • Origen

წლევანდელ ჩემპიონატზე, ყველაზე ძლიერი და საინტერესო სამი გუნდია. პირველია ჩინური გუნდი FunPlus Phoenix (LPL), რომელსაც სულ ორი წლის ისტორია აქვს, თუმცა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მათმა თამაშმა ყველა გააოცა: გუნდმა ფინალში მოწინააღმდეგე, G2 Esports, უპრობლემოდ, 3:0 გაანადგურა. Invictus Gaming (LPL), კიდევ ერთი გუნდი ჩინეთიდან, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თუმცა, 2019-ში მესამე ადგილს დასჯერდა. მესამეა G2 Esports (LEC), ყველაზე პოპულარული ევროპული გუნდი, რომელსაც წარმატებული თამაშის დიდი ისტორია აქვს: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოთხეულში დაასრულეს, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილი დაიკავეს. ისინი სტაბილურად აუმჯობესებენ საკუთარ შედეგებს. ვნახოთ, რას მოუტანს G2 Esports-ს 2020 წელი.

ბეთები ლიგაში 

ლიგას აქვს როგორც ზოგადი, ასევე სპეციფიკური ბეთები. გაგაცნობთ ძირითად ბეთებს:

მატჩის გამარჯვებული - ვარაუდობთ, რომ A გუნდი მოიგებს მატჩს.

ზუსტი ანგარიში - ფსონს დებთ თამაშის ზუსტ ანგარიშზე. თამაში 3 ქულამდე მიმდინარეობს.

პირველი ბარონის ან დრაკონის მოკვლა - ვარაუდობთ, რომელი გუნდი მოკლავს პირველი პირველ ბარონს ან დრაკონს.

პირველი კოშკის ან ინჰიბიტორის განადგურება - ვარაუდობთ, რომელი გუნდი გაანადგურებს პირველი პირველ კოშკს ან ინჰიბიტორს.

პირველი ჩემპიონის მოკვლა - რომელი გუნდი მოკლავს მოწინააღდეგე მოთამაშეს პირველი.

რუკის მოგება - რომელი გუნდი მოიგებს ამა თუ იმ რუკას.

ტურნირის მოგება - თქვენ ვარაუდობთ, რომ A გუნდი მოიგებს ტურნირს.

ეს შედარებით ზოგადი ბეთებია, თუმცა თუ ლიგის განსაკუთრებული გულშემატკივარი ხართ, უფრო რთულ ბეთებზეც შეგიძლიათ თანხის დადება. მაგალითად, ''გუნდი, რომელიც პირველი ინჰიბიტორის განადგურების შემდეგ, პირველ ბარონსაც მოკლავს'' და ა.შ. თუმცა, თუ თამაშის სიღრმისეულ ცოდნას არ ფლობთ, მსგავსი ბეთების გაკეთებას არ გირჩევთ.

გამოკითხვა

როგორი იქნება რუკების ზუსტი ანგარიში?

  • 3:0
  • 3:1
  • 3:2
  • 0:3
  • 1:3
  • 2:3

ახლა, როდესაც ლიგის პრინციპებში უკეთ ერკვევით, კიდევ რამდენიმე ზოგად რჩევას მოგცემთ:

თუ ლიგაზე ფსონების დადებას აპირებთ, გირჩევთ, თამაში თავადაც გამოსცადოთ. ასე უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე, თუ როგორი დინამიკა აქვს ლიგას, ვიდრე მხოლოდ სხვადასხვა ვიდეოების ყურებით ან თეორიის კითხვით. აუცილებელი არ არის, პროფესიონალურ გუნდში მოხვდეთ - თამაში ყველა დონეზე სახალისო და ჩამთრევია. თამაშის გადმოწერა უფასოა.

ლიგის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი პარიზში

სანამ გუნდზე ფსონს დადებთ, გაიგეთ, რომელი ჩემპიონებით თამაშობენ, ჩემპიონის არჩევანი დიდ გავლენას ახდენს შედეგზე. რა თქმა უნდა, იმაშიც უნდა გაერკვეთ, რომელი ჩემპიონით აქვს მოთამაშეს მოგება-წაგების უკეთესი მაჩვენებლები. უყურეთ მეტს მატჩებს, შეეცადეთ ჩასწვდეთ მათ სტრატეგიას.

თვალი ადევნეთ პოპსპორტს, კიბერსპორტის შესახებ წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სტატია გელოდებათ. ფსონების დადება ევროპაბეთზე შეგიძლიათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები