Thumbnail

Sky Sports-ის ინფორმაციით, უეფას დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც ორ-საათნახევარს გაგრძელდა, მონაწილე 55 ქვეყნის დელეგაციიდან ერთსაც კი არ დაუსვია საფეხბურთო სეზონის გაუქმების საკითხი. 

გამოცემასთან მოსაუბრე უეფას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა: "ეს კარგად აჩვენებს, როგორი ერთიანია საფეხბურთო საზოგადოება დღეს". 

რამდენიმე ქვეყნის მედიაში გაიჟღერა ამ ვარაუდმა - მაგალითად, შოტლანდიაში, თითქოს, სელტიკი თანახმა იყო სეზონის გაუქმებულად გამოცხადების, თუ ჩემპიონის ტიტულს მიიღებდა. მაგრამ ვიდეოკონფერენციაზე ერთ ასოციაციასაც არ დაუსვამს მსგავსი საკითხი.

შეგახსენებთ, რომ დღეს უეფამ საფეხბურთო სეზონი კიდევ ერთხელ გადადო, დროები არ დასახელებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგას ივლის-აგვისტოში დაასრულებენ, ხოლო ივნისში გასამართავ ევროს პლეი ოფს, სადაც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს - სექტემბერში ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები