Thumbnail
  • არნემის ვიტესი ერედევიზიეს 27-ე ტურში სტუმრად უტრეხტთან შერცხვა.
  • ვიტესის ქართველმა კაპიტანმა თამაშის შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა. 
  • გადაწყდა: არნემის გუნდს მომავალი სეზონიდან რუსი გაწვრთნის.

არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია ისე განარისხა სტუმრად უტრეხთან წაგებამ, რომ თამაშის შემდეგ ფლეშ-ინტერვიუს დროს ემოციები ვერ მოთოკა და ტელეკამერის წინ მყოფს უცენზურო სიტყვები წამოსცდა. 

ერედივიზიეს 27-ე ტურის შეხვედრაში ვიტესი უტრეხთან ანგარიშით 1:5 განადგურდა. 

"არავითარი გამართლება, ეს არის …, მთელი მატჩი ჩავატარეთ, როგორც ... ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორეშიც ბევრი შეცდომა გვქონდა. გონზე რომ მოვედით, უკვე ძალიან გვიანი იყო", - თქვა ქართველმა მცველმა.

უტრეხტში წაგების შემდეგ ვიტესს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 17 მარტს, შინ ჰერაკლესთან ჩაატარებს.

ოფიციალურად: ვიტესს სლუცკი გაწვრთნის

რუსი სპეციალისტი ბოლოს ინგლისურ ჰალში მუშაობდა

გადაწყდა, რომ არნემულ გუნდს მომავალი სეზონიდან რუსი სპეციალისტი, ჰალ სითის, ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის.

ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომლის ცნობით, 46 წლის მწვრთნელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. სლუცკი ამ თანამდებობაზე ჰენკ ფრეიზერს შეცვლის, რომელიც ვიტესს სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. 

რუსი მწვრთნელის ვიტესთან დაკავშირებას რომან აბრამოვიჩს უკავშირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები