Thumbnail

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება გაუქმებულია. დღეს, 1 აპრილი კი გახლავთ, თუმცა, ამჯერად საქმე ხუმრობასთან არ გვაქვს.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ 2 დღის წინ გაჩნდა, დღეს კი, ოფიციალური განცხადება All England Lawn Tennis Club-მა გაავრცელა.

მის თანახმად, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, 2020 წელს ინგლისის ღია პირველობა ვეღარ ჩატარდება, სამაგიეროდ, ცნობილია რიგით 134-ე უიმბლდონის გამართვის ახალი თარიღი – 2021 წლის 28 ივნისი-11 ივლისი.

ქომაგებს, რომელთაც ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, თანხა უკან დაუბრუნდეთათ ანდა საშუალება ექნებათ, ისინი საგაისოდ დაგეგმილ ტურნირზე გადაცვალონ.

ცნობისთვის, 1945 წლის შემდეგ, ეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც უიმბლდონი არ ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები