Thumbnail

'მოაშორეთ ეს მაწანწალა' - რონალდო კარანტინის დარღვევისთვის გალანძღეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კრიშტიანო ოჯახთან ერთად ქუჩაში სეირნობს
  • პორტუგალიელი პოლიტიკოსის ფეისბუქის გვერდზე რონალდოს ცხოველი უწოდეს
  • მოგვიანებით პოლიტიკოსმა ყველაფერი ჰაკერებს დააბრალა და ბოდიშიც მოიხადა
  • 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად 

ახლახან ინტერნეტში პორტუგალიელი პოლიტიკოსის, რაფაელ მასედუს მიმართვა გავრცელდა, რომელიც ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს კარანტინის დარღვევაში ამხელს. 
 
35 წლის ვარსკვლავი კორონავირუსის პანდემიას თავს მშობლიურ მადეირაზე აფარებს. ადგილობრივმა პაპარაციმ კი კრიშტიანო, მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესსა და ბავშვებთან ერთად, ქუჩაში სეირნობისას დააფიქსირა. 

"მინდა, რომ ეს ცხოველი, რომელიც იტალიიდან ჩამოფრინდა, შინ დარჩეს. მოაშორეთ ეს მაწანწალა მადეირადან", - დაიწერა Facebook-ში მასედუს გვერდზე.

მოგვიანებით პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში სულ სხვა შეტყობინება გაავრცელა, სადაც ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა და თავი იმით იმართლა, რომ მისი ექაუნთი გატეხეს.

"ეს პირველად არ ხდება და უკვე შევცვალე ყველა პაროლი. რონალდოს ბოდიშს ვუხდი. ახლა პაროლს კვირაში ერთხელ გამოვცვლი ხოლმე. ყველგან ჰაკერები არიან და შესაბამისად, ფრთხილად იყავით. ძალიან ყურადრებით ვიქნები. ასეთ სიტყვებს არასდროს გამოვიყენებდი. ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ პირველ რიგში CR7-სა და მის ოჯახს, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ", - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

 შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ტურინის იუვენტუში კრიშტიანოს რამდენიმე თანაგუნდელს დაუდგინდა - თავდაპირველად დანიელე რუგანის, შემდეგ კი პაულო  დიბალასა და ბლეზ მატუიდის.

31 მარტის მონაცემებით, პორტუგალიაში COVID-19-ით  შვიდი ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 160 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები