Thumbnail
  • ბრენდან როჯერსს ფილიპე კოუტინიოს შეძენა სურს
  • ლესტერის გარდა ბრაზილიელით ჩელსიც დაინტერესდა

დიდი ალბათობით, ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კარიერას ახალ გუნდში გააგრძლებს. ბარსელონელი სეზონის დასაწყისში 1-წლიანი იჯარით მიუნხენის ბაიერნში აღმოჩნდა, თუმცა გერმანულ კლუბს მისი დატოვება არ სურს და უკან, ბარსელონაში აბრუნებს. 27 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება არც კატალონიელებს სურთ და მის გაყიდვას აპირებენ.

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელის შეძენა ლესტერ სიტის სურს. "მელიების" მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს კოუტინიოსთან ლივერპულში ყოფნის დროს უმუშავია და მისი შესაძლებლობები კარგად იცის.

ლესტერი ახლოს არის ჩემპიონთა ლიგაში გასვლასთან. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გავა, მას გაძლიერება დასჭირდება და ფილიპე კოუტინიო ამის ერთ-ერთი კარგი ვარიანტია.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლესტერის მოთამაშეები ბევრ გრნანდს სურს და, შესაძლოა, კლუბი 2020 წლის ზაფხულში რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობას ახალი მოთამაშეების მოყვანა მოუწევს.

ბრაზილიელის გადაბირება სხვა ინგლისურ კლუბსაც სურს - კოუტინიოს დამატება ლონდონის ჩელსის უნდა. "ლურჯებმა" ზაფხულში გუნდის წამყვანი მოთამაშე ედენ აზარი დაკარგეს. ბელგიელი მადრიდის რეალმა იყიდა. ჩელსიში ფიქრობენ, რომ კოუტინიო, შესაძლოა, აზარის შემცვლელი აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები