Thumbnail

‘ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია’ - WTA-მ შაფათავას უპასუხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) იმ მოთამაშეებს უპასუხა, რომლებიც კორონავირუსის გამო, შეჩერებული სეზონის პირობებში შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილნი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პეტიცია მსოფლიოს რეიტინგში 371-ე ადგილე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ გაავრცელა და მას საჩოგბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღმოჩნდა, რომ WTA-ს დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელების დახმარების საშუალება არ აქვს.

“ნამდვილად გვსურს, რომ ყველას გვერდში დავუდგეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც შემოსავლები განსაკუთრებით მოაკლდა, თუმცა, ეს, ძალიან დიდი ხარჯია. სამწუხაროდ, ჩვენს ორგანიზაციას ამგვარი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია.

პროფესიონალი ჩოგბურთელები დამოუკიდებელი მოიჯარენი არიან და არა – WTA-ს თანამშრომლები. ისინი ფულს კორტზე გამოიმუშავებენ, ამდენად, როდესაც ტურნირები არ ტარდება, შემოსავალიც აღარაა.

კარგად გვესმის, რომ ჩოგბურთელები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უპრეცენდენტო სიტუაციაში, იდენტურ ვითარებაში მსოფლიოს მილიონობით ადამიანი იმყოფება”.

კომენტარები

ბოლო ამბები