Thumbnail

TOP 15 ტალანტი მესისგან - ლეომ მსოფლიო ფეხბურთის მომავალი დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსას კაპიტანმა ის ახალგაზრდები ჩამოთვალა, რომლებისგანაც ყველაზე მეტს ელის
  • არგენტინელის სიაში ბარსელონას ორი ფეხბურთელია და არ არის - ერლინგ ჰაალანდი

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებსაც მომავლის ვარსკვლავებად მიიჩნევს. არგენტინელმა თითოეულ დასახელებულ მოთამაშეს მოკლე კომენტარიც დაურთო.

აღსანიშნავია, რომ ექვსი "ოქროს ბურთის" მფლობელის ჩამონათვალში არ აღმოჩნდა დორტმუნდის ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი, რომელიც ევროპული ფეხბურთის მიმდინარე სეზონის აღმოჩენად იქცა. სამაგიეროდ, ლეოს არ დაავიწყდა ბარსელონაში თანაგუნდელების - 22 წლის უსმან დემბელესა და ამავე ასაკის ფრენკი დე იონგის ხსენება.

ლეო მესის TOP 15 ტალანტი

ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული) - მცველი, რომელიც ბრწყინვალეა შეტევაში. ის მომავალია.

კრისტიან პულიშიჩი (ჩელსი) - აქვს ბრწყინვალე ბალანსი და მოქნილობა.

მეისონ მაუნთი (ჩელსი) - ვნახე მისი თამაში და მას შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) - მას უდიდესი ტალანტი აქვს. ის გასაოცარ თამაშს აჩვენებს.

უსმან დემბელეს ნიჭის გამოვლენაში ხელს ხშირი ტრავმები უშლის 

ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) - შთამბეჭდავია მისი უნარი, მოატყუოს მცველები.

ლუკა იოვიჩი (რეალი) - ჯადოქარია, შეუძლებელს შესაძლებელს ხდის.

კაი ჰავერცი (ლევერკუზენი) - ასაკის გათვალისწინებით, გასაოცარია მისი სიმშვიდე კარის წინ.

ედერ მილიტაო (რეალი) - ფენომენალური ტალანტი და მრისხანე კონკურენტია.

უსმან დემბელე (ბარსელონა) - ვარჯიშებზე მისი მონდომება მაფრთხობს.

ფრენკი  ბარსელონაში აიაქსიდან სეზონის დაწყების წინ გადავიდა

უსემ აუა (ლიონი) - ბურთის ფლობისას ყოველთვის მშვიდია და ფლობს ბრწყინვალე ტექნიკას.

ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) - ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე მათ შორის, ვინც კი მის ასაკში მინახავს. 

ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) - ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ახალგაზრდა ფეხბურთელია მსოფლიოში.

მესისგან განსხვავებით, მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონობა უკვე მოასწრო

კილიან მბაპე (პსჟ) - ძალიან სწრაფია და შეუძლია შეტევის დაგვირგვინება. ძალიან სახიფათოა.

იოზუა კიმიხი (ბაიერნი) - ძალიან ნიჭიერი მცველია, რომელიც უამრავ გადაცემას აკეთებს.

ბენჟამენ პავარი (ბაიერნი) - მაღალი კლასის მცველია, კარგი დარტყმით.

კომენტარები

ბოლო ამბები