Thumbnail

ფილმი მაიკლ ჯორდანზე, რომელსაც ყველა ელოდა, მალე გამოვა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კარგი ამბავი კალათბურთის მოყვარულთათვის
  • მაიკლ ჯორდანზე დოკუმენტურ ფილმს დაგეგმილზე ადრე ვნახავთ

ეს ძალიან კარგი ამბავია - განსაკუთრებით კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს, როცა არა მარტო NBA, არამედ სპორტული ღონისძიებები თითქმის მთელ მსოფლიოში შეჩერებულია.

ეს ამბავი განსაკუთრებით კალათბურთის ფანებს გაახარებს: მაიკლ ჯორდანსა და მის ჩიკაგო ბულსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი დაგეგმილზე ადრე გამოდის და მას Netflix 20 აპრილს აჩვენებს!

ფილმი “The Last Dance” (ბოლო ცეკვა) 10 ეპიზოდისგან შედგება და ის NBA-ს 1997/98 წლების სეზონზე მოგვითხრობს, რომელიც ჩიკაგო ბულსისთვის დიდი ტრიუმფით დასრულდა. აშშ-ში ფილმს ESPN აჩვენებს.

მაიკლ ჯორდანი და კარლ მელოუნი ფინალში

“მაიკლ ჯორდანი და ბულსი 90-იან წლებში არა მარტო კალათბურთის მწვერვალზე იყვნენ, არამედ ეს იყო გლობალური ფენომენი. მსურდა, კალათბურთის მოყვარულთათვის მეჩვენებინა მაიკლისა და მისი გუნდის გავლენა. ეს დიდი დინასტიის ისტორიაა,” - აცხადებს რეჟისორი ჯეისონ ჰეჰირი, რომლის ფილმშიც ძალიან ბევრ ისეთ მომენტსა და კადრს ვნახავთ, რაც აქამდე არავის უნახავს. მისმა გუნდმა ამ ფილმისთის კადრების შეგროვებაზე 3 წელი იმუშავა.

📺 ვიდეო: The Last Dance (Trailer)

წაიკითხეჯორდანის ჩიკაგო - გუნდი, რომელმაც განსაზღვრა თაობა

 

კომენტარები

ბოლო ამბები