Thumbnail
  • კორონავირუსის კრიზისმა იოახიმ ლიოვი პირველ ადგილზე გადაიყვანა
  • გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ყველაზე დიდი ხანია თანამდებობაზე

ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის! ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისში, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ 73 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი 31 მარტს გაწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი აპრილიდან, გერმანიის ნაკრების დამრიგებელი იოახიმ ლიოვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც ყველაზე დიდი ხანია, პოსტზე არიან!

იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის

ლიოვმა ბუნდესგუნდი 2006 წლის 12 ივლისს ჩაიბარა - მან მაშინ ამ თანამდებობაზე იურგენ კლინსმანი შეცვალა (მანამდე მისი ასისტენტი იყო).

ზუსტად 13 წელი და 264 დღეა, რაც ლიოვი გერმანიის ნაკრებს წვრთნის!

იოგიმ ბუნდესგუნდს 181 მატჩში უხელმძღვანელა და კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელის მუშაობის ხანგრძლივობასთან სხვა ნაკრების დამრიგებლები ახლოსაც არ არიან. მაგალითად, დაახლოებით 10 წელია, რაც ანდორის ნაკრებს კოლდო ალვარესი წვრთნის, ხოლო ლუქსემბურგის ნაკრებს კი - ლუკ ჰოლტცი.

წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ნაკრები გუნდების მწვრთნელებიდან ლიოვთან ყველაზე ახლოს დიდიე დეშამია (საფრანგეთი), რომელიც შვიდნახევარი წელია, რაც 2018 წლის მუნდიალის გამარჯვებულ გუნდს წვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები