Thumbnail
  • გიორგი მერებაშვილთან ინტერვიუ ვისლა პლოცკის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაწერა
  • მან გუნდში მიმდინარე მოვლენებსა და სავარჯიშო პირობებზე ისაუბრა 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ვისლა პლოცკის ნახევარმცველმა, გიორგი მერებაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგიმ აღნიშნა, რომ ფორმის შენარჩუნებას ცდილობს და სურს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდეს.

''იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე მოგვარდება და გუნდთან ერთად მოედანზე ვარჯიშს გავაგრძელებ. ფეხბურთელები ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგანაც მოედანზე დაბრუნება გვენატრება. ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ.

სახლის პირობებში ვცდილობ, რომ ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. ყველა სავარჯიშოს სახლში ვასრულებთ. რა თქმა უნდა, ცოტათი მოსაწყენია ამდენი ვარჯიში, რომლის შემდეგაც თამაში არ გვიწევს.'' - განაცხადა მერებაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან.

გიორგი ვისლაში 2016 წლიდან თამაშობს. ის პოლონეთში ბერძნული ლევადიაკოსიდან გადავიდა. მისი გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასაში მე-10 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები