Thumbnail

Cadena SER-ის ინფორმაციით, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი (U21), რომელიც 2021 წელს უნდა გამართულიყო, მომდევნო, 2022 წელს ჩატარდება. ამის მიზეზი კვლავ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიაა, რომლის გამოც ევრო 2020 შემდეგი წლისთვის გადაიდო. ვინაიდან, დიდებისა და ახალგაზრდების ტურნირი დროში ერთმანეთს "ეჯახებოდა", U21-ის ტურნირი 2022 წელს გაიმართება. ამის შესახებ უეფა ხვალ ვიდეოკონფერენციის შემდეგ გამოაცხადებს. 

ევროპის ჩემპიონატი უნგრეთსა და სლოვენიაში უნდა ჩატარდეს, მატჩების გამართვის ქალაქები უცვლელი რჩება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკვე დაწყებულია. საქართველოს ნაკრებს მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილი უკავია შვეიცარიისა და საფრანგეთის შემდეგ. ხუთი ტურის შემდეგ გუნდს 6 ქულა აქვს. უცნობია, როდის გაიმართება დარჩენილი ხუთი ტური.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია (2019).

კომენტარები

ბოლო ამბები