Thumbnail

479 დღე ოლიმპიადამდე - ტოკიოში ოლიმპიური საათზე ათვლა შეცვალეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში, ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ამ ზაფხულის ნაცვლად 2021 წელს ჩატარდება. ცნობილია ოლიმპიადის გახსნის თარიღიც - 2021 წლის 23 ივლისი.

დღეს ტოკიოს მთავარი ოლიმპიურ საათზე ათვლა შეცვალეს - დაწყებამდე რჩება... 479 დღე. თამაშების გახსნა 2020 წლის 24 ივლისს იყო ნავარაუდები. 

ციფრული საათი ტოკიოს ვაგზალის წინ დგას. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის გადადების მიუხედავად, მოკლედ ტურნირს მაინც ტოკიო 2020 ეწოდება, არადა, უკვე 2021 წელს გაიმართება. ტოკიოს ოლიმპიადის ბიუჯეტი 12 მილიარდი დოლარია.  

კომენტარები

ბოლო ამბები