Thumbnail

ევროპაბეთმა ამინდის პროგნოზზე ფსონების მიღება დაიწყო - გიხსნით ყველაფერს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • როგორ დავდოთ ფსონი ამინდის პროგნოზზე
  • რა ვარიანტებს გვთავაზობს ევროპაბეთი
  • ქალაქები ერთმანეთის წინააღმდეგ და ჯამური პროგნოზები

სპორტული ღონისძიებები თითქმის მთელ მსოფლიოში შეჩერებულია. ბელარუსს, ბენინს, იორდანიას, ყატარს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას თუ არ ჩავთვლით, თითქმის არსად არაფერს თამაშობენ. 

კიბერსპორტის (ელექტრონული სპორტი) შემდეგ, ევროპაბეთმა ფსონების მიღება ამინდის პროგნოზზე დაიწყო. მომხმარებლებს შეუძლიათ, ამინდის პროგნოზში აირჩიონ ფსონის რამდენიმე ვარიანტი. ამ სტატიაში გაგარკვევთ, როგორი ფსონების დადება შეიძლება ამინდზე.

საქართველო

ევროპაბეთზე ამინდის პროგნოზის განყოფილებაში რამდენიმე ვარიანტია ჩამოთვლილი. პირველი არის საქართველო. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ, რამდენი გრადუსი იქნება 5 აპრილს ყველაზე მაღალი ტემპერატურა საქართველოს ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმსა და თელავში.

გამოკითხვა

რამდენი იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა 5 აპრილს, თბილისში?

  • 15 °C
  • 16 °C
  • 17 °C
  • 18 °C

ყველა ქალაქისთვის 4 არჩევანია. მაგალითად, თბილისში არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ 15, 16, 17 და 18 გრადუსს შორის, ანალოგიური მაჩვენებლებია სოხუმის შემთხევაშიც. ვარიანტები ვებგვერდ accuweather.com-ის მიხედვითაა შედგენილი და შედეგიც ამავე ვებგვერდის მიხედვით ითვლება. როგორც იცით, accuweather.com ყველაზე დეტალურად პროგნოზირებს ამინდს მთელს მსოფლიოში. ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია, წინა დღეებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურის ნახვაც.

ევროპა

ასეთივე პრინციპით ხდება ფსონების დადება ევროპის სხვა ქალაქების ამინდზეც. ფსონების დადება შესაძლებელია ბერლინის, ლონდონის, სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე 5 აპრილს. მაგალითისთვის: accuweather.com-ის პროგნოზის მიხედვით, 5 აპრილს ბერლინში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 15 გრადუსია მოსალოდნელი და ევროპაბეთზე ამის კოეფიციენტია 1.50.

გამოკითხვა

რამდენი იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა 4 აპრილს, ბერლინში?

  • 15 °C
  • 16 °C
  • 17 °C
  • 18 °C

°C VS °C - ქალაქი V ქალაქი

საინტერესოა ქალაქების დაპირისპირება, რასაც °C VS °C განყოფილებაში ნახავთ. აქ შეგიძლიათ დადოთ ფსონი იმაზე, თუ რომელ ქალაქში უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება მაგალითად 5 აპრილს. ქალაქები ერთმანეთთან ისეა დაპირისპირებული, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს შეგვიძლია, ყველა მათგანს დერბი ვუწოდოთ. არჩევანი ასეთია: სად უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა - ლივერპულში თუ მანჩესტერში, მადრიდში თუ ბარსელონაში, თელავში თუ გურჯაანში, ერევანში თუ ბაქოში და თბილისში თუ ზესტაფონში.

მაგალითად, ამინდის ‘ელ კლასიკოზე’ კოეფიციენტები ასეთია: მადრიდი - 2.75, ფრე - 2.00, ბარსელონა - 1.45. accuweather.com მადრიდში 5 აპრილს 15 გრადუსს ვარაუდობს, ხოლო ბარსელონაში კი - 16 გრადუსს.

°C გამარჯვებული - სად იქნება ყველაზე მაღალი?

განყოფილებაში “°C გამარჯვებული” არჩევანი საქართველოს ან ევროპის 6 ქალაქს შორის უნდა გააკეთოთ. მაგალითად: სად დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა 5 აპრილს - თბილისში (3.50), ქუთაისში (1.60), ბათუმში (6.50), ზუგდიდში (2.10), სოხუმში (3.50) თუ ცხინვალში (3.50). არჩევანის გაკეთება ასეთივე პრინციპით შეიძლება ევროპის 6 ქალაქს შორისაც.

გამოკითხვა

სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა?

  • თბილისი
  • ქუთაისი
  • ბათუმი
  • სოხუმი
  • ზუგდიდი
  • ცხინვალი

ჯამური ტემპერატურა °C

ამ განყოფილებაში შესაძლებელია 3-3 ქალაქის ჯამური ტემპერატურის პროგნოზირება. მაგალითად: ბერლინის, ბრიუსელის და მილანის ჯამური ტემპერატურა 4 აპრილს იქნება 52°C-ზე მეტი - ამის კოეფიციენტია 1.85. ასეთივე პრინციპით დაჯგუფებულია საქართველოს და ევროპის კიდევ სხვა 3-3 ქალაქი.

კომენტარები

ბოლო ამბები