Thumbnail
  • ბერძნულენოვანი მედია: აბურჯანია პანათინაიკოსში გადადის
  • სევილიას ქართველი ნახევარმცველი იჯარით ტვენტეში თამაშობს

ბერძნული და კვიპროსული მედიის ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც ესპანურმა სევილიამ ბერძნულ პანათინაიკოსს შესთავაზა. 

აბურჯანია სევილიას საკუთრებაა, თუმცა ანდალუსიური კლუბის ძირითად გუნდში მას არასდროს უთამაშია, ის ამჟამად იჯარით ჰოლანდიურ ტვენტეში იმყოფება, სადაც 17 თამაშში 2 გოლი გაიტანა. კორონავირუსის პანდემიამდე, რის გამოც ერედივიზიე შეწყდა, გიორგიმ მოახერხა ტვენტეს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის აგვისტოში აბურჯანია სევილიამ ხიმნასტიკიდან 1.8 მილიონ ევროდ შეიძინა. ის ლუგოში (იჯარით) და სევილიას სარეზერვო გუნდში თამაშობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები