Thumbnail

ფუტსალის ლიგა: 47 გოლი 4 შეხვედრაში!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბსუ 11:4 აფხაზეთი
  • ტატიშვილი 7:2 მართვე
  • აგორა 13:5 თბილისი
  • კოლხი 3:2 თელასი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართება.

დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფხაზეთი დაუპირისპირდნენ. ბათუმელებმა 11:4 სძლიეს მეტოქეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს. 

დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა ტატიშვილმა, რომელმაც ქუთაისის მართვე 7:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ტატიშვილის მწვრთნელმა ალექსანდრე ძაბირაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“მართალია მართვე სატურნირო  ცხრილის ქვედა ეშელონშია, თუმცა მარტივი  თამაში  არ  ყოფილა.  ჩვენთვის  ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს, რადგან პლეი-ოფში გასვლა გვინდა. ერთ თვეში დაგვემატება ვახტანგ ჯვარაშვილი, რომელიც დიდი ძალაა გუნდისთვის და ამ შემადგენლობით დავამთავრებთ ჩემპიონატს”

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა აგორამ, რომელმაც თბილისი 13:5 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლაშა სიგუნავაა, რომლის ანგარიშზე 6 გოლია!

გულშემატკივართა იმედები გაამართლა ცენტრალურმა შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და სტუ-თელასი დაუპირისპირდნენ. ძალიან დაძაბული და დრამატული შეხვედრა კოლხის გამარჯვებით დასრულდა, 3:2.

მატჩის შემდეგ, კოლხის მწვრთნელმა გიორგი ჭოხონელიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“დღევანდელი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, რადგან ვიცოდით რომ დაძაბული თამაში იქნებოდა, თელასი კარგი გუნდია, თუმცა საფეხბურთო იღბალი დღეს ჩვენს  მხარეს აღმოჩნდა. ამ მოგებით დიდი ნაბიჯი გადავდგით ოთხეულში მოსახვედრად. წინ  კიდევ ერთი წრეა და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ” 

სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 28 ქულით აგორაა, ერთი ქულით ნაკლები აქვს ტატიშვილს, მესამე ადგილზე კი კოლხი-გულრიფშია

კომენტარები

ბოლო ამბები