Thumbnail

'25 წუთის განმავლობაში ვიხრჩობოდი' - პეპე რეინა კორონავირუსზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ასტონ ვილას მეკარე პეპე რეინამ, რომლის სატრანსფერო უფლებები მილანს ეკუთვნის, ერთი კვირის წინ კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გამოაცხადა. ახლა კი 37 წლის ესპანელმა მეკარემ ის შეგრძნებები აღწერა, რომელიც ავადმყოფობის პერიოდში ჰქონდა.

"კორონავირუსის დამარცხება ახლაღა შევძელი. პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე იზოლირებული ვიყავი. ტემპერატურა, მშრალი ხველა, გამუდმებული თავის ტკივილი, სისუსტე… საშინელება იყო, როდესაც 25 წუთის განმავლობაში ჰაერი არ მყოფნიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყელი ჩამეკეტა და ჰაერი აღარ გადადიოდა 

ნამდვილი შიში მაშინ ვჭამე, როდესაც მივხვდი, რომ ფილტვებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტი იყო", - აქვეყნებს მეკარის ნათქვამს ინგლისური მედია.

პეპე რეინამ ასტონ ვილას კარი პრემიერლიგის 6 მატჩში დაიცვა და 13 გოლი გაუშვა

პრაქტიკულად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამჟამად მსოფლიოში ყველა შიდა ჩემპიონატი გაჩერებულია. ინგლისის პრემიერლიგაში პაუზა 30 აპრილამდეა გამოცხადებული.

COVID-19-მა თავდაპირველად ჩინეთში გასული წლის მიწურულს იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსულმა ინფექციამ 37 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 165 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები