- გერმანიის საფეხბურთო ლიგამ სეზონის განახლება გადადო
- გადაწყვეტილება პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბებმა მიიღეს
- გერმანიის ჩემპიონატი 12 მარტის შემდეგ შეჩერებულია
- 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად
ცხადი იყო, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგა (DFL) დღეს დაგეგმილ ონლაინ-კონფერენციაზე სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა: პირველი და მეორე ბუნდესლიგის 36-ივე კლუბი საკმაოდ სწრაფად დათანხმდა DFL-ის წინადადებას სეზონის განახლების გადადებასთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ გერმანიის ჩემპიონატი მინიმუმ 30 აპრილამდე არ გაგრძელდება. ‘კიკერის’ ინფორმაციით, ბუნდესლიგა მაისის პირველ უიქენდზე (1, 2, 3 მაისი) უნდა გაგრძელდეს - ოღონდ, მაყურებლების გარეშე!

გერმანიის საფეხბურთო ლიგამ პირველი და მეორე ბუნდესლიგების 36 კლუბს ამ წინადადებით ერთი კვირის წინ მიმართა. დღეს ჩატარებული ონლაინ-კონფერენცია მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან გერმანულ კლუბებს სხვა გზა ფაქტობრივად არც ჰქონდათ.
კომენტარები