Thumbnail
  • NBA კორონავირუსის გამო შეჩერებულია
  • ლიგაში ფანების გასართობად კარგი იდეა აქვთ

NBA საკალათბურთო სიმულატორ NBA2K-ში დიდ ტურნირს გეგმავს, რომელშიც კალათბურთის ვარსკვლავები ითამაშებენ - ერთმანეთს გუნდების საუკეთესო მოთამაშეები უნდა დაუპირისპირდნენ, თამაშები კი ESPN-ზე გადაიცემა.

NBA-ში იმედი აქვთ, რომ ტურნირი მომავალ პარასკევს დაიწყება. საერთო ჯამში, ტურნირში 16 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას - მათ შორის, უკვე გადაწყვეტილია ისეთი ვარსკვლავების თამაში, როგორებიც დონოვან მიტჩელი (იუტა ჯაზი) და ‘ოლ სტარის’ 4-გზის მონაწილე დემარკუს კაზინსი არიან.

ამერიკული სპორტული მედიის ინფორმაციით, ამ დღეებში ბოლო დეტალები შეთანხმდება და NBA2K-ში დიდი ტურნირი პარასკევს დაიწყება.

აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 164 359 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 3 173 და გამოჯანმრთელდა 5 507 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა უკვე 800 000-ს მიაღწია. გარდაცვლილია 38 721 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 169 988.

კომენტარები

ბოლო ამბები