Thumbnail
  • ბარსელონას პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა
  • ბარტომეუს თქმით, ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება იძულებითი ნაბიჯი იყო
  • კლუბის ხელმძღვანელობის ინიციატივას არგენტინელმა მხარი თავიდანვე დაუჭირა
  • 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად


ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ვითარებასა და ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით კლუბის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. 

მანამდე კატალონიელთა არგენტინელმა კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელები ხელფასის 70%-ზე უარს იტყოდნენ, რათა კლუბს მძიმე დროებაში მხარში დაუდგნენ.

"მესი მოთამაშეებისთვის ხელფასების შემცირების იდეას მხარს პირველივე დღიდან უჭერდა, როდესაც ამაზე ბჭობა დავიწყეთ. ამ ჟესტით ფეხბურთელებმა კლუბისადმი თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. უპასუხისმგებლო ხელმძღვანელები ვიქნებოდით, თუკი არ მივიღებდით ხელფასების შემცირების გადაწყვეტილებას. ეკონომიკური ვითარება რთულია და ამის გამო ყველაფერი უნდა გვეღონა, რათა კლუბი დაგვეცვა. ბარსელონას საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ იძულებული გავხდით, გასავალი შესაბამისობაში მოგვეყვანა შემოსავალთან, რომელიც შემცირებულია", - აქვეყნებს ბარტომეუს სიტყვებს ესპანური მედია.

კორონავირუსის გამო, ლა ლიგა 10 მარტის შემდეგ შეჩერებულია

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, როგორც ევროპის პრაქტიკულად ყველა ლიგა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში შეწყდა. სხვადასხვა გათვლებით, ბარელონის ფინანსური დანაკარგი 100 მილიონ ევროს მიაღწევს.

ლა ლიგაში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა). კატალონელებს 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე კი სევილიაა (47).

კომენტარები

ბოლო ამბები