Thumbnail

რუსეთის ნაკრების, მოსკოვის ლოკომოტივისა და სპარტაკის ყოფილი ნახევარმცველი დენის გლუშაკოვი, რომელიც ამჟამად გროზნოს ახმატის ღირსებას იცავს, კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ მეთოდზე საუბრობს. 33 წლის რუსი ფეხბურთელი ამბობს, რომ საშიში ვირუსული ინფექციისგან თავს ნივრით იცავს.

დენის გლუშაკოვი 2013-19 წლებში სპარტაკში ჯანო ანანიძის თანაგუნდელი იყო

"ნიორს ზამთრის შეკრებაზეც მივირთმევდი და სულ არ ვფიქრობდი კორონავირუსზე. მის შესახებ არაფერი ვიცოდი იქამდე, სანამ ჩვენამდე არ მოაღწია. შეკრებებზე ბევრ ნიორს ვჭამ, ის ნამდვილია და არაა პლასტმასის... პანიკა მაშინ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ შინ უნდა ვისხდეთ და წესები დავიცვათ. მაშინ მივხვდი, რომ საქმე სერიოზულადაა. დაავადების არ მეშინია. რატომ? იმიტომ, რომ ნიორს ვჭამ", - ამბობს ფეხბურთელი.

უხსოვარი დროიდან ცნობილია, რომ ნიორი ძალიან სასარგებლოა და მედიკოსები მის ზომიერად მიღებას გვირჩევენ კიდეც, მაგრამ კორონავირუსისგან თავის დასაცავად მხოლოდ მის იმედად ყოფნა არასერიოზულია.

რუსეთის საფეხბურთო პირველობა კორონავირუსის გამო შეჩერებულია. 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი კი რუსეთში არასამუშაოდ გამოცხადდა, მოქალაქეებს შინ დარჩენას ურჩევენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები