Thumbnail

PES 2020 | საქართველომ ბელარუსს 4 გოლი გაუტანა და ლიდერია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტის დამარცხება შეძლო
  • ჯგუფის გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს

საქართველოს კიბერ ნაკრებმა საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე წრის პირველი მატჩი გამართა და ბელარუსის ნაკრები 4:2 დაამარცხა.

ჯგუფურ ეტაპზე ქართველების მეტოქეები ბელარუსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლიეტუვას, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები არიან.

გიორგი საკანდელიძისა და ალექსანდრე მომოტოვის დუეტმა უშუალო კონკურენტის ბელარუსის ნაკრების დამარცხება შეძლო. პირველი წრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ბელარუსს თანაბარი 9-9 ქულა ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში გალიდერდა და თუ დარჩენილ შეხვედრებასაც წარმატებით დაასრულებს, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები