Thumbnail

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბის ქომაგებს მიმართა და კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს მხნეობისკენ მოუწოდა. გვარდიოლას ვიდეო სიტიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ფეხბურთი ძალიან გვაკლია. გვენატრება ის ცხოვრება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა.

ახლა, ის დროა, როდესაც მეცნიერებს, ექიმებსა და ექთნებს უნდა ვუსმინოთ.

თქვენ – ჩემი საფეხბურთო ოჯახი ხართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავი უკეთ ვიგრძნოთ.

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, უფრო ძლიერები, უკეთესები, ჭკვიანები და... ცოტა მსუქნები.
დარჩით შინ და იყავით უსაფრთხოდ”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერ სიტის ესპანელმა მწვრთნელმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მილიონი ევრო გადარიცხა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ინგლისური პრემიერლიგა 30 აპრილამდე გახლავთ გადადებული, თუმცა, დიდი ალბათობით, ჩემპიონატის განახლება ვერც აღნიშნულ დროს მოხერხდება.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით 22 141 ადამიანია ინფიცირებული, 1 408 კი გარდაიცვალა.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების 759 302 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 36 432 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები